ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. ჩოხატაურში ყველაზე მაღალი _ 69 ქულა პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დიმიტრი კუტუბიძემ მიიღო. 68 ქულა აქვს სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულს სანდრო ქავთარაძეს.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურცენტრში ამ ეტაპზე არ ფლობენ ინფორმაციას რამდენმა მოსწავლემ ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი.
ქვეყნის მაშტაბით კი ზოგად უნარებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა.
„წელს სულ რეგისტირებული იყო 41 ათასამდე აბიტურიენტი, თუმცა სასკოლო გამოცდებში ჩაჭრის გამო, 39 ათასი აბიტურიენტი საგამოცდო პროცესამდე მივიდა, თუმცა 39 ათასიდან 3% არ გამოცხადდა გამოცდაზე. ორშაბათიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვადასხვა საგნის შედეგები“, – განაცხადა გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა მაია მიმინოშვილმა.