ბიოლოგიის გამოცდაზე კარგი შედეგი დადეს ოზურგეთელმა აბიტურიენტებმა. მაქსიმალური 70 ქულიდან 68 ქულა აიღო #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ნიქაბაძემ. 59 ქულა აქვს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს ქეთი ჯაფარიძეს.
58 ქულა მიიღო ამავე სკოლის კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა მარიამ გიორგაძემ.
ასევე 58 ქულა მიიღო #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მერი ნინიაშვილმა.
რაც შეეხება გეოგრაფიას _ მაქსიმალური 59 ქულიდან 49 -49 ქულა მიიღეს: გიორგი კალანდაძემ (#1 საჯარო სკოლა), გიორგი ქილიფთარმა (#2 საჯარო სკოლა), ანანო მჟავანაძემ (#2 საჯარო სკოლა), გიორგი გოგიბერიძემ (კვირიკეთის საჯარო სკოლა), თორნიკე ხინთიბიძემ (მელექედურის საჯარო სკოლა) და ვასიკო თენიეშვილმა (ქვედა ბახვის საჯარო სკოლა).