ბათუმში მიმდინარე ჯაზ ფესტივალი EURONEWS-ის ობიექტივში მოხვდა.
როგორც EURONEWS წერს, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქში, ბათუმის ლამაზ სანაპიროზე, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი მეთერთმეტედ ტარდება და ის უფრო დიდი და თამამია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
შემადგენლობაში გამორჩეულები იყვნენ ჰიპ-ჰოპ ტრიო De La Soul, ბენდი Cory Henry and The Funk Aposties და ჯაზის გენიოსი Jamiroquai.
ფესტივალის დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი ოჯახი საქართველოში ჯაზის პოპულარიზაციით იყო დაკავებული, რაც მაშინ რთული საქმე იყო.
„ჯაზი იყო ძალიან სახიფათო, მოსასმენად და ჩანაწერების შესაძენად. მამაჩემი ხმის ჩამწერი კომპანია „მელოდიას“ გენერალური მენეჯერი გახდა, ის იყო ერთი მთელ საბჭოთა კავშირში. არვიცი 1978 წელს ფესტივალი როგორ ჩაატარა, ის საბჭოთა კავშირისთვის პირველი ფესტივალი იყო“_ამბობს კახი კანდელაკი.
მას შემდეგ ფესტივალი გაიზარდა და გასულ წელს მეათედ ჩატარდა, სადაც Lauryn Hill, Quincy Jones and Busta Rhmyes იყვნენ მოწვეულები.
მაუწყებლის ინფორმაციით, წელს Grammy-ს გამარჯვებულებმა Cory Henry and the Apostles დიდი სენსაცია გამოიწვია, როდესაც სიმღერები ახალი ალბომიდან შეასრულა, რომელიც სექტემბერში გამოვა.
Cory Henry-ის მუსიკალური მოგზაურობა, როგორც ჯაზის ორგანიზატორის, პიანისტის და მუსიკოსის, ბრუკლინში, 2 წლის ასაკიდან დაიწყო.
შემდეგ მისი დებიუტი ნიუ-იორკში ცნობილ აპოლოს თეატრში შედგა, სადაც 6 წლის ასაკში კონკურსი მონაწილეობდა.
მას შემდეგ ის თანამშრომლობდა ჯაზისა და სოულის ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან Kenny Garrett, Lalah Hathaway and The Roots.
„ეს ახალი ჩანაწერი სიყვარულზეა. ვფიქრობ, იმ ადამიანების ურთიერთობებზე, რომლებიც სიყვარულს ეძებენ ან შეყვარებულები იყვნენ და გული გაუტყდათ“,_განაცხადა მან რეპეტიციაზე შესვენებისას.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფესტივალი ყოველდღე 7000-მდე ვიზიტორს იზიდავს.
„ჩვენ ჯაზიდან ნელა გადვდივართ მსუბუქ მუსიკაზე, რომელიც როგორც ჩანს ატმოსფეროს უფრო შეესაბამება. ამან ჩვენი ვიზიტორების ასაკი შეამცირა, რამაც საშუალება მოგვცა, უფრო აქტიური მუსიკოსები ჩამოგვეყვანა“,_აცახადებს ისთერნ პრომოუშენის დირექტორი, გიორგი კერესელიძე.