ინგლისური ენის გამოცდაში უმაღლესი _ 90 ქულა აიღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ გურგენაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი ადასტურებს.
თავად მარიამთან დაკავშირება ვერ ხერხდება, როგორც გვითხრეს მას ტელეფონი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წლევანდელ გამოცდებში ლანჩხუთში საუკეთესო შედეგი დადეს.
ამავე თემაზე: ლანჩხუთელი აბიტურიენტების შედეგები ინგლისურსა და მათემატიკაში