რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, „წვერმაღალაზე“ საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში არავინ იმყოფებოდა. ოჯახის მეპატრონე ჟ.გ. თურქეთში სამუშაოდაა წასული.
როგორ „გურია ნიუსს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, სახლის ნაწილი გადაარჩინეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსდენი სახელდება.
სამაშველო სამსახურისვე ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინება ჟ.გ-ს მეზობლისგან შევიდა.