ტეხასის შტატის ქალაქ ალამო ჰეიტსში გაიხსნა საპირფარეშოს უნიტაზის თავსახურთა მუზეუმი, რომელშიც 700-ზე მეტი “ექსპონატია”.
89 წლის სანტექნიკოსი და მოყვარული მხატვარი ბარნი სმიტი 30 წელი აგროვებდა მხოლოდ ისეთ თავსახურავებს, რომლებზეც აუცილებლად რამე ნახატი, კოლაჟი, საინტერესო წარწერა ან სხვა რამ იყო გამოსახული.
სხვათა შორის, “საპირფარეშოს იდეების” მქონე სანტექნიკოსის “მუზეუმი” მნახველთა ნაკლებობას სულაც არ უჩივის…