ბოლო წლებია, ნინო ქათამაძე მის დაბადების დღეზე კონცერტს მართავს. წელს მის იუბილეს შეკვეთილში “ბლექ სი არენამ” უმასპინძლა.
მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე “ინსაითი”, ეროვნული, სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სამების საპატრიარქოს გუნდი და ნინო ქათამაძე წარსდგნენ.
მომღერლებმა ნინო ქათამაძეს დაბადების დღე მიულოცეს და სიმღერა მიუძღვნეს, რის შემდეგ სცენაზე გრანდიოზული წითელი ტორტი შემოიტანეს.
კონცერტზე კიდევ ერთ სიურპრიზს ჰქონდა ადგილი, რომლის ადრესანტი ნინო ქათამაძე არ ყოფილა _ მომღერალმა საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდა წყვილი, რის შემდეგ მამაკაცმა გოგონას ხელი სთხოვა.
კონცერტის ბოლოს მედიასთან ნინო ქათამაძემ კომენტარი გააკეთა: “მე ვარ საოცარ დარბაზში საოცარ მუსიკოსებთან ერთად. დიდი მადლობა, მე თქვენ ყველანი მიყვარხართ!” _ განაცხადა მომღერალმა, ნინო ქათამაძემ.
კონცერტს ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.