ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, _ ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს და მაშველებს, რომლებიც ამ წუთებშიც ებრძვიან ხანძარს. ასევე, მეზობელ სახელმწიფოებს, რომლებიც თანადგომას უცხადებენ საქართველოს სტიქიის დროს, პრეზიდენტის თქმით, ამ მომენტში პანიკის საშიშროება არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.