ამ წუთებში გადაუღებლად წვიმს დაბა ურეკში. ძლიერო ნალექის გამო, გზებზე საცობებია შექმნილი და გართულებულია მოძრაობა.
პარალელურად მიმდინარეობს წუხანდელი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები _ იხერხება მოთხრილი ხეები და იწმინდება გზები, თუმცა, როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, წვიმა იმდენად ძლიერია, რომ მუშაობა ჭირს.
“გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს და ვრცელ ინფორმაციას სტიქიის ზონიდან მოგვიანებით მოგაწვდით.