დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის სერვისებს, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიმდინარეობას, ამონაწერების ბლოკჩეინში ინტეგრირების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და სააგენტოს მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ყირგიზი სტუმრები იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში მოქმედ სსიპებსაც ეწვევიან, თბილისისა და რუსთავის იუსტიციის სახლებსა და მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრს დაათვალიერებენ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოინახულებენ.
ვიზიტი 25 აგვისტოს დასრულდება. (R)