კალიუმით, კალციუმით, რკინით, ალუმინით, ნატრიუმით, მანგანუმით, ფოსფორით, სპილენძით, იოდით, B ჯგუფის და A, C, E ვიტამინებით მდიდარ ბაბუაწვერას ყვავილს ძველად “სიცოცხლის ელექსირად” მიიჩნევდნენ.
მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, ნაღველმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ტონუსის ამწევი თვისებები. გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ასტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.
ანტიოქსიდანტებით მდიდარი მცენარე იცავს ორგანიზმს დიაბეტისა და კიბოსგან, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, აჩქარებს ინსულტის შემდგომ აღდგენით პროცესებს.
სამკურნალოდ გამოიყენება ბაბუაწვერას ფესვები, ფოთლები და ყვავილები. ფესვების ნაყენი, რომელიც შეიცავს სახამებელსა და შაქრის ბუნებრივ შემცვლელს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, მატებს მადას.
ხალხურ მედიცინაში ფესვების ნაყენის ექსტრატს იყენებენ ელენთის, კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვლების დაავადების, მომატებული მჟავიანობის, ლიმფური ჯირკვლების ანთების, შეკრულობის, კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.
ფესვების ფხვნილით მკურნალობენ ჭრილობებს, დამწვრობას, წყლულებს, კანზე გამონაყარს, ფურუნკულოზს. ლუტეინითა და მაგნიუმით მდიდარი ყვავილი კურნავს თვალის დაავადებებს, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს. ბაბუაწვერას იყენებენ კოსმეტოლოგები – მას აქვს კანის გამათეთრებელი, დამატენიანებელი, გამაახალგაზრდავებელი თვისება, აქრობს ლაქებსა და ჭორფლს, წმენდს და აუმჯობესებს კანის ფერს, მატებს ელასტიკურობას.