სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ზურაბ ნეფარიძე დააკავა.
ნეფარიძე, რომელიც ნავთლუღის მაჟორიტარია, კორუფციის ბრალდებით აიყვანეს.
სუს-ში დეტალებზე არ საუბრობენ და შესაბამისად უცნობია თუ არა უკავშირდება ეს დაკავება 2 წლის წინ, პროკურატურაში შესულ საჩივარებს, რომლის თანახმადაც მას ორი მოქალაქე ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა.
აღსანიშნავია, რომ ნეფარიძე, თაღლითობის ბრალდებით ერთხელ უკვე იყო დაკავებული, თუმცა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წელს, ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.