ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში 45 წლის გელა სიხარულიძემ თავი ჩამოიხრჩო. როგორც გვითხრეს მისი ცხედარი ოჯახის წევრებმა იპოვეს.
ახლობლების თქმით, სიხარულიძემ თავის მოკვლა ადრეც სცადა:
_ ერთხელ დედამ ჩამოხსნა თოკიდან, ერთხელ მეუღლემ, _ გვითხრეს შუა ამაღლებაში.
გარდაცვლილის ახლობლებმა არ იციან რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი:
_ ხელმოკლე ოჯახია. თავად გელა ძალიან მოწესრიგებული და კარგი ადამიანი იყო. არაჩვეულებრივი შვილები ჰყავს. ერთ-ერთმა ახლახანს დაამთავარა სკოლა და გრანტით ჩაირიცხა უნივერსიტეტში. ძალიან რთულია იმის თქმა რამ უბიძგა თვითმკვლელობისკენ, _ გვითხრეს შუა ამაღლებაში.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.