ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში ნატოს ვერტმფრენმა იერიში მიიტანა სახლზე, სადაც „თალიბანის“ მეამბოხეები თავს აფარებდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საჰაერო იერიშის შედეგად ავღანეთის 11 მოქალაქე დაიღუპა, 16 კი დაიჭრა.
„თალიბანმა პოზიცია დაიკავა საცხოვრებელ სახლში და ნატოს ვერტმფრენს რაკეტა ესროლა“,_ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლის მეპატრონე „თალიბანის“ წევრებს სახლის დატოვებას ევედრებოდა, მაგრამ მათ სახლი არ დატოვეს, რის შემდეგაც ვერტმფრენმა სახლზე იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.