ჰანოვერის დიდ ბაზრობაზე საოფისე და საკანცელარიო საქონლის მწარმოებელმა ერთ-ერთმა ფირმამ უჩვეულო სარეკლამო ხერხი მოიგონა.
მისი შეკვეთით ცნობილმა მოდის სახლმა “დეფილეზე” საკუთარი მოდელები შემკვეთის პროდუქციისგან შეკერილი “სამოსით” გამოაწყო.
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ფირმამ კონტრაქტების “გეგმაც” მალე შეასრულა და დიდი მოგებაც ნახა.