“ქართული ოცნება“ ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა გადაწყვეტილია. მათ შორის ქალბატონი მხოლოდ სამია.
დეპუტატობის კანდიდატების ახალი სახეები მხოლოდ 7 სოფელში დასახელდება, დანარჩენ სოფლებში ისევ ძველი სახეები არიან.
კონჭკათი_ გელა აროშიძე, შრომა _ დავით ჭაკნელიძე, ბაილეთი _ პაატა კიღურაძე, ლიხაური_ გიორგი თოიძე, ჭანიეთი _ ავთო სურგულაძე, სილაური _ გოჩა კილაძე, გურიანთა_ ბონდო ღლონტი, ნატანები _ თამაზი ტუღუში, ასკანა_ ლევან ნინიძე, ლაითური_ გია ჩაგანავა, ნარუჯა_ ვალოდია ბერიძე, ბახვი_ ეროდი გორდელაძე, დვაბზუ _ როზეტა სკამკოჩაიშვილი, ვაკიჯვარი_ ვახტანგ ნიჟარაძე, თხივალი_ ვალერი ჩხაიძე _ ბოხვაური _ გელა ჩავლეშვილი, მელექედური_ლევან კილაძე, მერია_ალექსანდრე ღლონტი, მაკვანეთი_ბექა თოიძე, მთისპირი ვლადიმერ ჩავლეშვილი, შემოქმედი_თამაზი ბურჭულაძე, ცხემლისხიდი_ლალი სიჭინავა, ნაგომარი_ ჯემალი თავართქილაძე, ჯუმათი_მერაბ ბერიძე, სოფელ ოზურგეთი_ ვლადიმერ ღლონტი, ნასაკირალი _დათო ტუნაძე, ძიმითი_ტიტე მგელაძე, ურეკი_ გოჩა მდინარაძე.
ქალაქ ოზურგეთში_ ლელა საჯაია, მამუკა გოგუაძე, ლევან თოიძე.
აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება“ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარე დავით დარჩია აღნიშნავს, რომ სია უკვე გადაწყვეტილია.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, დაბა ნასაკირალში პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ტუნაძე არჩევნებზე თავის კანდიდატურას მოხსნის დამოუკიდებელი კანდიდატის შოთა ართმელიძის სასარგებლოდ, რომელსაც მხარს არაოფიციალურად უჭერს მმართველი პარტია.
თავად შოთა ართმელაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის საკითხთან დაკავშირებით.