ამ წუთებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის დაბრუნების მოთხოვნით, კოლეჯის მოსწავლეთა აქცია მიმდინარეობს.
როგორც „გურია ნიუსს“ აქციის ორგანიზატორმა თენგო შენგელიამ განუცხადა, ამ აქციას გამაფრთხილებელი სახე აქვს და თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, აქციები უსასრულოდ გაგრძელდება.
„მოვითხოვთ, ავტორიზაცია დაუბრუნდეს დემირელის კოლეჯს, რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ ხარისხიანი განათლების მიღება.
ნათელია, რომ დემირელის კოლეჯის დახურვა პოლიტიკური დევნაა და თურქეთის ხელისუფლების დავალებით ხორციელდება, რის შედეგადაც ჩვენი შვილები ზარალდებიან. აქციებს გავაგრძელებთ უსასრულოდ, თუ არ შეცვლიან გადაწყვეტილებას და არ დაუბრუნებენ ავტორიზაციას. აქ შეიძლება ბავშვებთან ერთად მჯდომარე აქციაც მოვაწყოთ. ჩვენი შვილები სხვა სკოლებში არ წავლენ, რადგან დემირელის კოლეჯს ვერცერთი სკოლა ვერ ჩაანაცვლებს, _ განაცხადა შენგლიამ.