ავიღოთ საშუალო ზომის 7-8 ცალი ბადრიჯანი. სიგრძივად გავსეროთ, ოღონდ ბოლოები დავუტოვოთ ჩაუჭრელი.
შემდეგ ცალკე მოვამზადოთ ასეთი სართი: დავნაყოთ ერთი ჩაის ჭიქა ნიგოზი, ნახევარი კონა ყვავილოვანი ქინძი, ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. ჩავნაყოთ ერთად. შემდეგ დავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ცოტ-ცოტა ნიახური და ოხრახუში, რეჰანი, ქინძი და ორი თავი ხახვი. ავურიოთ კარგად, მიღებული სართით გამოვტენოთ ბადრიჯნები და დავაწყოთ ზეთიან, გაცხელებულ “ჟარონაზე”.
აირღუმელში შევდგათ საშუალო ტემპერატურაზე. დასჭირდება 40 წუთი. როცა გამოვიღებთ, მირთმევამდე, შეგიძლიათ, მოასხათ მაიონეზი და მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ცერეცო.