მალის რესპუბლიკის ცენტრში, ქალაქ ტიმბუქტუდან 200 კმ-ში, მდებარეობს აბორიგენთა ერთ-ერთი ტომის წმინდა ტბა ანტოგო, სადაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის ნებადართული თევზაობა.
ამ დღეს მომცრო ტბის გარშემო მთელი ტომი კალათებით იკრიბება და რამდენიმე საათს ლოცულობს.
შემდეგ ბელადის ნიშანზე დიდი თუ პატარა ტბას ეძგერება, სადაც სულ რამდენიმე წუთში ერთი თევზიც კი აღარ რჩება.