25 სექტემბერს თბილისში გამართულ ღია პირველობაზე, რომლიც დიდუბის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის კარატისტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ლანჩხუთელთაგან ტურნირის ჩემპიონი ლუკა ლომაძე გახდა, ხოლო მისი თანაგუნდელები: ანრი ჩხარტიშვილი, დათო იმნაძე, გიორგი ტუღუში და იური ევგენიძე მესამე საპრიზო ადგილსა და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.