ეს ფოტოები ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ უბნებშია გადაღებული.
ამ ეტაპზე ქალაქ ოზურგეთის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაა დატბორილი, სანიაღვრე არხები წყლით არის სავსე და მოედნებსა და ქუჩებში გზაზე გადმოდის, ფეხით მოსიარულეებს გავლა უჭირთ. თეატრისა და კოლეჯის მიმდებარე ტერიტორია, ე წ “გმირთა მოედანი“ და ეკლესიის წინ მდებარე ტერიტორია წყლითაა სავსე.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ კითხვები მიგვეწერა და პასუხს მოგვიანებით გაგვცემდნენ წერილობით.
“გასულები ვართ, ვაგროვებთ ინფორმაციებს ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, მოგვწერეთ კითხვები და მოგვიანებით გიპასუხებთ”, _ გვითხრა ნინო სალუქვაძემ.