პირველი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება. ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას დააფიქსირებს.
ამასთან, ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოწერს, თუმცა აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.
2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.
გარდა ამისა, 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც. კერძოდ, თუ დამრღვევი ჯარიმას სმს-ის მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის, ამ შემთხვევაში ის 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს. ვიდეოჯარიმების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მისაღებად, თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი დაფიქსირებული უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.