ტეხასში, პირველ ბაპტისტურ ტაძარში, ცეცხლის გახსნის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა კვირას, დილის მსახურების დროს მოხდა.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს ერთ-ერთმა ადგილობრივმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ის გაიქცა.
როგორც ცნობილია, თავდასხმაში ეჭვმიტანილი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს, თუმცა, გაურკვეველია მან თავი მოიკლა თუ ეკლესიაში საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავდა, მოგვიანებით კი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.