https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პოლიტიკური გამარჯვების ფასი _ შესრულებული და შეუსრულებელი გარიგებები ჩოხატაურში

8:11; 6.11.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2017 წლის 21 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 1 თვით ადრე, მაშინ, როცა პარტიული სიის რეგისტრაციამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, “გურია ნიუსმა” ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა პოლიტიკური გადაჯგუფების შედეგად, “ოცნების” ჩოხატაურის პარტიული სიის მეოთხე ნომერი გიორგი მაღულარია “თამაშგარეთ” და

ამ ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან ერთ საათში მაღულარია გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის მისაღებში დავაფიქსირეთ. როგორც წყარომ გვითხრა, მაღულარიამ მაშინ გაჩუმების სანაცვლოდ გარანტიები მიიღო _ გამგებლის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშვნა.

მაშინ ეს ინფორმაცია მაღულარიამაც უარყო და გურიის გუბერნატორმაც.

მოგვიანებით, G-News TV-ის სტუდიაში სტუმრობისას, მერობის კანდიდატს ირაკლი კუჭავასაც ვკითხეთ, დანიშნავდა თუ არა მაღულარიას თანაშემწედ დუმილის სანაცვლოდ. კუჭავამ ამ კითხვის პასუხად მხოლოდ ის თქვა, რომ მოვლენებისთვის წინ არ უნდა გაგვესწრო.

ამ მოვლენების განვითარებას, რომელიც არჩევნებამდე გაიწერა და რომლის შესახებაც “გურია ნიუსი” წერდა, დიდი დრო არ დასჭირვებია _ გასულ კვირას, გიორგი მაღულარია ირაკლი კუჭავას თანაშემწედ დაინიშნა.

კანონის მიხედვით, ამ პოზიციის დაკავებას კონკურსის გავლა სჭირდება. თუ გამგებელს დავუჯერებთ, ასეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “გურია ნიუსისთვის” წინასწარ იყო ცნობილი, ვინ დაიკავებდა ამ თანამდებობას.

ჩვენ კითხვაზე, რა საჭირო იყო ფორმალური გასაუბრება, როცა მაღულარიას გამგებლის თანაშემწეობა არჩევნებამდე სიიდან ამოღების სანაცვლოდ დაპირდნენ, ირაკლი კუჭავამ ასეთი პასუხი მოგვწერა:

“ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს იყო ფორმალური გასაუბრება, რადგან, კონკურსი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, გამგებლის თანაშემწის პოზიციაზე, შრომითი ხელშეკრულებით აყვანის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის HR.gov.ge-ს მეშვეობით, კანონის შესაბამისად, გამოცხადდა გამარტივებული კონკურსი. რეგისტრაცია გაიარა 26 კონკურსანტმა, აქედან ოთხმა ვერ გადალახა კონკურსის შემდეგი ეტაპი საბუთების არასრულყოფილად წარდგენის გამო.

გამარტივებული საჯარო კონკურსის მეორე ეტაპზე გასაუბრებაზე გამოცხადდა და რეგისტრაცია გაიარა 22-დან ორმა კონკურსანტმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამგებლის თანაშემწის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში მისაღებად გამოცხადებული გამარტივებული კონკურსის მეორე _ გასაუბრების ეტაპი, გადალახა ერთმა კონკურსანტმა _ გიორგი მაღულარიამ”.

ასეთი გასაუბრებები და ეტაპების გადალახვა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კიდევ ბევრ ადამიანს მოუწევს _ ზოგს არჩევნებში მიღებული წვლილის გამო, ზოგსაც კიდევ არჩევნებში “სხვა მხარეს” დგომისთვის. ამ უკანასკნელთა შორის კი, როგორც გვითხრეს, გამგებლის წარმომადგენელი დაბლაციხის თემში გიორგი ოსეფაიშვილიცაა, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, კუჭავას სასარგებლოდ არ უმუშავია, მერობის კანდიდატს ეს პირადადაც უთხრა და მიუხედავად იმისა, რომ კონკურსით დანიშნული პირია, თანამდებობის დატოვებაც მოუწევს.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს გიორგი ოსეფაიშვილი:

_ რატომ უნდა დავტოვო თანამდებობა? არავითარი დაპირისპირება ჩემსა და ბატონ ირაკლის შორის არ მომხდარა. როგორც ჩანს, არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. იქნებ, გამგებლის სხვა წარმომადგენელზეა საუბარი? _ გვითხრა ოსეფაიშვილმა.

ინფორმაციას უარყოფს ირაკლი კუჭავაც, რომლის თქმით, ოსეფაიშვილთან არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი _ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “გურია ნიუსს” მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ირაკლი კუჭავას და “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატს მაია კუტუბიძეს შორის გარიგება შედგა, რომლის თანახმადაც მაია კუტუბიძე საკუთარი ხმებისთვის არ იმუშავებდა, სამაგიეროდ კი, ირაკლი კუჭავა პარტიულ ხმების აღებაში მიეხმარებოდა, რის შედეგადაც “პატრიოტთა ალიანსი” საკრებულოში 3 კაცს შეიყვანდა, რაც ავტომატურად ფრაქციის შექმნას ნიშნავდა. აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით კითხვები ორივე მხარეს, დებატების დროს დავუსვით და ორივე მხრისგან კატეგორიული უარი მივიღეთ. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გარიგება ნამდვილად შედგა _ კუჭავასგან კუტუბიძემ ფრაქციის აუცილებლად შექმნის პირობა მიიღო, თუმცა, იმის გამო, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” საკრებულოში მხოლოდ ორი ადამიანის შეყვანა მოახერხა, ახლა, ახალარჩეულ მერს და მოქმედ გამგებელს, საკრებულოში ერთი ადამიანი ჰყავს მოსაძებნი, რომლის “პატრიოტთა” რიგებს შეუერთდება.

ამ ინფორმაციას ირაკლი კუჭავა უარყოფს და აღნიშნავს, რომ საკრებულოში ფრაქციების შექმნა მისი კომპეტენცია არ არის:

_ არც ეს გარიგება შემდგარა და არც ჩემი კომპეტენციაა საკრებულოში ფრაქციების შექმნაში ჩარევა. მით უმეტეს, ოპოზიციური ფრაქციების, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

მაია კუტუბიძე ამ ინფორმაციას ზღაპარს უწოდებს:

_ საიდან მოაქვთ ეს ზღაპრები? “შეკრული” რომ ვყოფილიყავი და გარიგება რომ ყოფილიყო, ხიდისთავს თავზე არ “დაგვამხობდნენ”, ისევე, როგორც ფარცხმაში და ფრაქციის წევრი სხვისი მოსანახი არ მეყოლებოდა. ეს ინფორმაცია რომ ნამდვილი ყოფილიყო, გაიყვანდნენ ჩვენს კანდიდატს ხიდისთავში და აღიარებდნენ მის გამარჯვებას. გაიკითხონ _ მთელი სოფელი ფეხზე დგას. სამი ხმით მოაგებინეს მათ კანდიდატს და ეს სამარცხვინოა. რა გარიგება, რის გარიგება _ ვინმემ დაინახა და მოისმინა? თვითონ თუ ავრცელებს, არ ვიცი. საიდან მოაქვთ ეს სისულელეები. რაღაცას ხომ უნდა ჰქონდეს საფუძველი?! _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუტუბიძემ.

_ ქალბატონო მაია, ის, რომ თქვენ გაცილებით ნაკლები ხმა აიღეთ, ვიდრე 2014 წლის არჩევნებში, ბევრისთვის კითხვებს აჩენს და ამ ინფორმაციების საფუძველიც შეიძლება იყოს…

_ იმისთვის, რომ გაიგონ, ეს რას ნიშნავს, ყველამ ანალიზი უნდა გააკეთოს. ჩოხატაურში, დაახლოებით, 5 000 კაცი მუდმივად არის ოპოზიციურ განწყობაზე და ეს ხმები, ფაქტობრივად, გადანაწილდა ოპოზიციურ კანდიდატებში. როგორც ეტყობა და როგორც ვუყურებ, საარჩევნო კამპანიაში ახალი პიროვნების შემოსვლა გავლენას ახდენს _ ვგულისხმობ გოჩა მეგრელიშვილს. მიმაჩნია, რომ ამას აქვს მნიშვნელობა. აქტიურად იყო საუბრები არჩევნების წინა დღეებში ამომრჩევლის მოსყიდვაზე და ამას ხალხი არ მალავდა. უფრო მეტს გეტყვით _ ჩვენს კანდიდატს ბუკისციხეში ნასვამმა ადამიანმა პირდაპირ უთხრა, რომ 300 ლარი მისცეს და მას რომ 100 ლარი მაინც მიეცა, ხმას აუცილებლად მისცემდა.

_ შეგიძლიათ, დაასახელოთ ის ადამიანი, რომელმაც ეს თქვა? ეს სისხლის სამართლის დანაშაულია…

_ სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ მისი ვინაობით და რომც დავინტერესდე, რა აზრი აქვს?! ადამიანებს არ სურთ ამაზე ხმამაღლა საუბარი და ესაა ჩვენი უბედურება _ ყველაფერს არ არქმევენ თავის სახელს. ეს რომ გამჟღავნდეს, რა, აღარ გაიმეორებენ?! დამშეული და გაუბედურებული ადამიანები ისევ ელოდებიან რაღაცეებს არჩევნებზე და ეს ცვლის სიტუაციას. ჩვენ ჩავატარეთ “კარდაკარი”, გვქონდა კვლევები და ყველა მონაცემით ჩოხატაურში მეორე ტური გარდაუვალი იყო. ამის შემდეგ რა მოხდა _ ერთიანად გაუნათდა ტვინი ამომრჩეველთა 54 პროცენტს და უცებ იფიქრეს, რომ დაგვემხობა თავზე ყველაფერი, თუ პირველ ტურში არ გაიმარჯვებდა “ოცნებაო”?!

მე არ მქონდა ის მოლოდინი, რომ პირველ ტურში გავიმარჯვებდი, მაგრამ ისეთი განწყობა და სიტუაცია იყო, რომ მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პრაქტიკულად ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა.

ამას ამატებენ გარიგების თემას, რაც არ მომხდარა. პირიქით _ საუბრები იყო იმაზე, რომ გარიგებას ჩემსა და გოჩა მეგრელიშვილს შორის ჰქონდა ადგილი. რატომღაც ადამიანებმა ჩვენ ერთიანად აღგვიქვეს _ ჩემი ახლობლებიც კი ვერ დავარწმუნე ამაში. მეუბნებოდნენ, რომ მე და გოჩა გავიყოფდით ხმებს, რომ ერთნი ვიყავით, რაც აბსურდი იყო. რა გაყოფა, რის გაყოფა _ ვაშლები ხომ არ არის?! არც ვიცი, ეს ვისგან მოდიოდა ეს ხმები, მაგრამ ამას პირადად წავაწყდი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მაია კუტუბიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საუდის პრინცი ავიაკატასროფის შედეგად დაიღუპა

„სტოკ სიტის“ ყოფილი მცველი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო