ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის არსებული მდგომარეობით ხმა სულ 88 522-მა ამომრჩეველმა მისცა.
„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 26.97%. რაც რაოდენობრივად არის 88 522 ამომრჩეველი. საარჩევნო ოლქების მიხედვით კი აქტოვობა ასეთია: ყაზბეგი- 44.1% , ხაშური- 27.1%, ბორჯომი- 44.8%, ქუთაისი- 14.1% ოზურგეთი- 47.2% და მარტვილი -30.7%.
მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 21 საჩივარია შესული.
„ამ დროის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 21 საჩივარია შესული, რომლებიც მცირე პროცედურულ დარღვევებს ეხება. ყველაზე მეტი, 9-9 საჩივარი კი ბორჯომსა და ოზურგეთში დაიწერა“,_განაცხადა მიქელაძემ.