როგორც ცნობილია, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. თორდინავა არ აკონკრეტებს თუ სად გააგრძელებს მუშაობას.
„საკუთარი სურვილის საფუძველზე დავწერე განცხადება, რომ დავტოვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. სად გავაგრძელებ მუშაობას, ამას მოგვიანებით შეიტყობთ, რადგანაც მაქვს კონკრეტული გეგმები“, _ განაცხადა თორდინავამ.
როგორც თორდინავა აცხადებს, თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.