ამ წუთებში #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ნასაკირალის 59-ე უბანზე დაწერილო საჩივრების განხილვა დასრულდა. მმართველი გუნდი აღნიშნული უბნის ბათილად ცნობას მოითხოვდა. საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, მასზე უარი თქვა კომისიის 13-ივე წევრმა.
საოლქო საარჩევნო კომისიის ეზოში საჩივრის განხილვის დასრულებას ორივე მხარის უამრავი მხარდამჭერი ელოდებოდა. შარაშენიძე და მისი მომხრეები გამარჯვებას კიდევ ერთხელ ზეიმობენ.