საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინაში პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეკონომიკის ქურდებისა და ოლიგარქებისგან გათავისუფლების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE FACENEWS ავრცელებს.
„ვთქვი, რომ ვიქნები უკრაინის პრემიერ-მინისტრი და გავხდები კიდეც. ავიღებ პასუხისმგებლობას გავწმინდო უკრაინის ეკონომიკა ქურდებისგან და ოლიგარქებისგან. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. ეს მოხდება უახლოეს თვეებში, წლებში“,_ამბობს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე განმარტა, რომ მას უკრაინაში მთავარი პოსტის დაკავება არ სჭირდება.
„მე არასდროს ვიქნები უკრაინის პრეზიდენტი. ეს ძალიან განსხვავებული პასუხისმგებლობაა. მჯერა, რომ ამ პოსტზე უნდა იყვნენ დიდი გამოცდილების მქონე უკრაინელები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ უკრაინის ეკონომიკის გაზრდას და წარმატების მიღწევას“,_ამბობს სააკაშვილი.