გიორგი ფოფხაძე სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა ,,პატრიოტთა ალიანსს“ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს დასაცავად მაქსიმუმს გააკეთებს.
,,მადლობა პატრიოტთა ალიანსს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წამოყენებისთვის, მე არ ვიქნები ერთი პარტიის კანდიდატი, მე ვიქნები საქართველოს მოქალაქეების კანდიდატი ყველასი ერთად, დავიცავ მათ უფლებებს ბოლომდე და საჯაროდ. ყველა მაღალ ინსტანციაში და ყველა დონეზე… მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, _ წერს გიორგი ფოფხაძემ.