ამ არომატული და გამამხნევებელი სასმლის – ყავის მოყვარულთა რიცხვი 3 მილიარდს აღემატება. ალბათ უფრო მეტიც იქნებოდა, ყავას რომ არ ახასიათებდეს ურთიერთგამომრიცხავი თვისებები…
1. სპეციალისტების აზრით, უსიამოვნო და გადატვირთული დღით გამოწვეულ უგუნებობას შოკოლადზე მეტად აქრობს ფინჯანი ყავა.
2. ყავა არ დააყოლოთ ცხიმიან საკვებს. კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დროს სისხლში მკვეთრად მატულობს შაქარი, ჯანმრთელი ადამიანის ეს მაჩვენებელი უტოლდება დიაბეტის რისკის ჯგუფის მაჩვენებელს.
3. საღამოს მიღებული ყავა 1 საათით ამცირებს ძილის ხანგრძლივობას. თანაც ძილი შფოთიანია.
4. დღეში 3 ფინჯანი ყავა ახანგრძლივებს სიცოცხლეს 10%-ით, – დაასკვნეს მეცნიერებმა 400 000 პენსიონერის 12-წლიანი კვლევების შემდეგ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყავის რეგულარულად მიღება აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, გულის, ტვინის, სასუნთქი გზებისა და ბევრი სხვა ორგანოს მუშაობას.