უკრაინის შსს, საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც ცხელი ხაზის ნომერია მითითებული. შსს სთხოვს მოქალაქეებს, სააკაშვილის დანახვის შემთხვევაში დარეკონ მითითებულ ნომერზე.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილით იძებნება.
უწყებამ სააკაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანა და ბაზაშიც განათავსა.შსს-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს გაუჩინრდა, გაუჩინარების ადგილი – ქალაქი კიევი.