გლდანში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში ერთი პირი მონაწილეობდა.
ბანკის თანამშრომლები წაღებული თანხის ოდენობას არ აკონკრეტებენ.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
pirveliradio.ge