პეჩერსკის სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე, სასამართლო პროცესი მიდის, შესვენება გამოცხადდა.
როგორც შესვენების დროს სააკაშვილმა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, პოსტსაბჭოთა სივრცეში პუტინის ყველაზე დიდი მტერია.
“არ მეშინია და თავს უკრაინული ოლიგარქების ტყვედ მივიჩნევ. პოსტსაბჭოთა სივრცეში პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვარ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე მიმართა მხარდამჭერებს და მოუწოდა მათ, რომ თავი შეიკავონ მკვეთრი მოქმედებებისგან.
“არ გვჭირდება კონფრონტაცია, არ მოგიწოდებთ მკვეთრი მოქმედებებისკენ”, – განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.
სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებიტ, საააკაშვილი არ არის კრიმინალი, ამიტომ მოითხოვა რომ ის საკანი დაეტოვიბენა, სადაც სასამართლოს დარბაზში იჯდა. ადვოკატის მოთხოვნა დააკამყაოფილეს.
მანამდე დარბაზში მიხეილ სააკაშვილმა, სანდრა რულოვსთან ერთად, საქართველოს ჰიმნი იმღერა.
1tv.ge