სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია, სასტუმრო ,,რედისონში“ წარადგინა.
განვითარების დოკუმენტი მიზნად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციურ გაძლიერებას, მაღალხარისხიანი აუდიტორიული საქმიანობით სამსახურის როლის გაზრდას საჯარო ფინანსების მართვაში პარლამენტის, მთავრობის და საზოგადოების მეტ ჩართულობას წარმოადგენს, ასევე მმართველობითი სისტემის დანერგვას და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.
აუდიტს სამსახურის განვითარების სტრატეგია, საერთასორისო ექსპერტების შეფასებისა რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
სპრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური იყოს გამჭვირვალე და ეფექტური ინსტიტუტი.
,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, განვითარების სტრატეგია წარადგინა, მომავალი წლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყოს ეფექტური. მნიშნელოვანია დღევანდრელ კონტექსტშიც, როცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ მთლიანად. ეს ინსტიტუცია არის უმთავრესი ინსტიტუცია იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და ეფექტურობოს კონტროლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი რეკომენდაციები იქნას გაზიარებული. მინდა, მადლობა გადავუხადო დონორებს, რომლებიც ეხმარებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ინსტიტუციური განვითარების ამ ძალიან ნიშვნელოვან პროექტებში“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სახელმწიფო აუდიტორის სამსახურის ხელმძვანელის ირაკლი მექვაბიშვილი განმარტებით, აუდიტის სამსახური არაა სადამსჯელო ორგანიზაცია, ამიტომ რეკომენდაციას პარლამენტთaნ ჩართულობით გასცემს
,,სტრატეგიის მიზანია, ჩამოვაყალიბოთ სამსახური, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, ინსტიტუციურად ძლიერი. ჩვენი კვალიფიციური, ხარისხიანი საქმიანობით, გვინდა მეტი წვლილი შევიტანოთ გლობალურად საჯარო ფინასების მართვის პროცესში. რეკომენდაციები იქნება პრევენციაზე ორიენტირებული. მე არაერთხელ მითქვამს, ჩვენ არ ვართ სადასმჯელო ორგანიზაცია, ზუსტად ამიტომ პარლამენტთან ეფექტური ჩართულობით, რეკომენდაცია იქნება შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი სტრატეგია მმართველობითი ეფექტურ სისტემას განსაზღვრავს. ძალიან დიდი ყურადღებას დავუთმობთ, ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალურ განვითარებას, გავაძლიერებთ შიდა კონტროლის მექანიზმს, რომელიც დაინერგება აუდიტთა მართვის სისტემაში, _“აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა.