როგორც ცნობილი გახდა, „ქართული ოცნება“ იშლება, რომელსაც ცალკე ორი ფრაქცია გამოეყოფა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ მიდის, გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინე გეგიძე, რომელიც ახალ ფრაქციას უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, მის ფრაქციაში შევლიან ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვანი, თუმცა, ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას ამ ინფორმაციას ბიძინა გეგიძე არ ადასტურებს.
როგორც უკვე გითხარით, ,,ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი ფრაქცია გამოეყოფა, რომელშიც, სავარაუდოდ, მაჟორიტართა გუნდი გაერთიანდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე ფრაქციას, რომლის სახელი, ჯერჯერობით, უცნობია, გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს და მასში, სავარაუდოდ, შევლენ: ილია წულაია, პაატა მხეიძე, ირაკლი ხახუბია, ოთარ დანელია, თეიმურაზ ნავერიანი და სხვანი.
როგორც ბიძინა გეგიძე ,,გურია ნისთან“ საუბრისას აცხადებს, მას უფლება არ აქვს, დაასახელოს, თუ რომელი დეპუტატები შევლენ ფრაქციის შემადგენლობაში. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი გვეუბნება, ფრაქციის შექმნის მთავარი მიზანი, საერთო ღირებულებების მქონე პარლამენტართა გაერთიანებაა. ამასთან, გეგიძე უარყოს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ რაიმე განხეთქილებას აქვს ადგილი.
„ეს ადამიანები შევლენ თუ არა ფრაქციაში, არ შემიძლია გითხრათ, იმიტომ, რომ ისეთი შეთანხმება არა გვაქვს, რომ მე გავაჟღერო, ვინ იქნება ფრაქციის შემადგენლობაში. საუბარი არ გვქონია იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს გაჟღერების უფლება. სჯობს, თქვენ თვითონ ჰკითხოთ მათ და დანარჩენს მოგახსენებთ მაშინ, როდესაც ფრაქცია აიღებს ლეგიტიმაციას. მინდა გითხრათ, რომ ფრაქციის შექმნის მთავარი მიზანი ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს ირგვლივ საერთო ღირებულებების მქონე პარლამენტის წევრების გაერთიანებაა და ჭორი, იმასთან დაკავშირებთ, რომ თითქოს ,,ქართული ოცნებაში“ რაიმე განხეთქილება მოხდა, ახლოსაც არ არის სიმართლესთან“, _ განაცხადა ბიძინა გეგიძემ.