საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ადამიანური რესურსების მართვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისივე თქმით, ის ინფრასტრუქტურა და ინსტიტუციონალური მოწყობა, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის აკადემიის სახით არსებობს, არის ძლიერი კომპონენტი, თუმცა, შესაძლებელია მისი უფრო ეფექტურად გამოყენება.
“ვთვლით, რომ პოლიციის აკადემია უნდა იყოს პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული უწყება და ვერ ვხედავთ აუცილებლობას რომ ის იყოს უმაღლესი განათლებით დაკავებული. შესაბამისად აქაც ვაპირებთ გარკვეულ გადალაგებას. პოლიციის აკადემია უნდა იყოს ერთ-ერთი და საბოლოოდ ერთადერთი წყარო სისტემაში ადამიანების მოხვედრის, ეს არის ერთადერთი საუკეთესო საშუალება მოვიზიდოთ საუკეთესო ახალგაზრდა კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროში“, _ განაცხადა გიორგი გახარიამ.