პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე ანა დოლიძეს ანა ნაცვლიშვილი შეცვლის, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოში წარმომადგენლად დღეს დანიშნა.
ანა ნაცვლიშვილი ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ამ ეტაპზე კომენტარებს არ აკეთებს.
ანა ნაცვლიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობდა, მან ეს თანამდებობა 1 თვის წინ დატოვა. ნაცვლიშვილის კანდიდატურა მანამდე სახალხო დამცველის პოსტზეც განიხილებოდა.