საქართველოში 22-23 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 იანვრიდან კი სინოპტიკოსები წვიმას, თოვლს და ტემპერატურის +1, +6 გრადუსამდე ვარდნას ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 – 23 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.
24 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.
25 – 28 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.