ცოტა ხნის წინ, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ბრენდ+”-ის შენობაში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში ჯერჯერობით დაუდგენელი პირი შეიჭრა და კუპიურების გატანა სცადა. მძარცველმა ფილიალში მყოფი პიროვნება დაჭრა.
როგორც შსს-ში “გურია ნიუსს” განუცხადეს, “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 იანვარს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები”.