ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აჭარა-გურიის ანტიკორუფციული სამმართველოს თანამშრომელბი იმყოფებიან.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ისინი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში იმ დოკუმენტაციას სწავლობენ, რის მიხედვითაც ოზურგეთის მერმა ოლიმპიურ კომიტეტს 30 000 ლარი გადაურიცხა ბიუჯეტიდან.
აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას ვიცე-მერმა ალეკო სურგულაძემ დაადასტურა.
ინფორმაცია, რომ მერიაში სუს-ია შესული გასაიდუმლოებულია და ამის შესახებ სხვა თანამშრომელები ინფორმაციას არ ფლობენ.