სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს საპენსიო რეფორმის შესახებ ანტიკონსტიტუციურს უწოდებს:
“საკუთარ თავზე თუ არ იზრუნებთ საპენსიო შენატანების, 60 ლარის შეუტანლობისთვის 500 ლარით, მეორედ კი 1000 ლარით დაგაჯარიმებთო და ბიუჯეტში ჩავაჩხრიალებთო.
ნეტა რომელ ქვეყანაში აჯარიმებენ საკუთარ თავზე უზრუნველობისთვის, მგონი პირველობას არავის დავუთმობთ.
ეს საპენსიო შენატანი გადასახადი არ არის, მაგრამ საგადასახადო ინსპექტორები შეგამოწმებენ და დაგაჯარიმებენო.
ანტიკონსტიტუციურია! ვერ იფუთება!” _ წერს ალაფიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.