ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება _ “ევროპულ საქართველოს”, რომელიც საკრებულოში 2 კაცით არის წარმოდგენილი, “ნაციონალური მოძრაობა” უერთდება, რომელსაც ჩოხატაურის საკანონმდებლო ორგანოში ერთი წევრი ჰყავდა.
ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტაცია კანცელარიაში ფრაქციამ უკვე ჩააბარა.
ფრაქციის სახელწოდება ასეთია: “გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის” და მისი თავმჯდომარე “ევროპული საქართველოს წევრი” ლია ჩიგოგიძე იქნება, ხოლო მოადგილე _ “ნაციონალი” მამუკა ბარამიძე.
ჩოხატაურის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარინა ბერაძის ინფორმაციით, ფრაქციამ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები დღეს შეიტანა და ფრაქციის შექმნის შესახებ განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმაც” მოახერხეს გაერთიანება და ლანჩხუთის საკრებულოში საერთო ფრაქცია შემქნეს.