ევროპაში ძლიერი ყინვის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სუბ-ნულოვან ტემპერატურის 23 ადამიანი მხოლოდ პოლონეთში ემსხვერპლა.
მაუწყებლის ცნობით, ირლანდიაში სატრანსპორტო და საჰაერო მიმოსვლა შეფერხებულია. ათასობით ადამიანს კი ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
რამდენიმე ქვეყანა თოვლის და ყინულის გამო დესტრუქციის წინაშე დგას.
ძლიერი ყინვის გამო დროებით დაიკეტა შვეიცარიაში ქალაქ ჟენევის აეროპორტი, თუმცა შემდეგ გაიხსნა, მგზავრების გაფრთხილებით, რომ რეისებმა შესაძლოა დაიგვიანოს ან გაუქმდეს.
ყინულის გამო სარკინიგზო და საავტომობილო გზებზე შეფერხებებია იტალიაში.
უკრაინაში გაზის დაზოგვის მიზნით ყველა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი დაიხურა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა მეტი საწვავის მიწოდებაზე.
როგორც გაზპრომი აცხადებს, უკრაინასთან კონტრაქტი შეწყვიტა, რადგან სტოკჰოლმის სასამართლომ მის წინააღმდეგ ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.