სწორედ აქ გადაიღეს ფილმი “იურიული პერიოდის პარკი”. დატკბით ბუნების მშვენიერებით.
ჰავაის კუნძულების არქიპელაგი განლაგებულია წყნარი ოკეანის ჩრდილო ტროპიკულ სარტყელში. კუნძული მაიუ ზომით მეორე, ხოლო სილამაზით პირველი კუნძულია ჰავაის არქიპელაგში. მაღალი მთები, ღრმა მწვანე კანიონები, სწრაფი ჩანჩქერები, გასაოცარი თეთრი და შავი სანაპიროები, სიცოცხლით სავსე ჯუნგლები – ეს კუნძულ მაიუს გასაოცარი სილამაზის არასრული ჩამონათვალია.
კუნძულზე გაშენებულია უაღრესად ლამაზი ბაღი “Garden of Eden Arboretum and Botanical Garden. ეს ბაღი თავისი სილამაზის გარდა ცნობილია იმით, რომ აქ გადაიღეს ფილმი “იურიული პერიოდის პარკი”.