საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 212 დევნილ სტუდენტს, რომლებიც სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში სწავლობენ ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
სააგენტო „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“ 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, 2016-2017 წლებში, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩარიცხული 500-მდე დევნილი სტუდენტი უკვე დაფინანსდა და ეს პროცესი 2018 წელსაც გაგრძელდება.
ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსების მოთხოვნით, დევნილმა სტუდენტებმა, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, უნდა შეავსონ განაცხადი და ჩააბარონ სააგენტოში, მისამართზე – ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან სკანირებული განაცხადი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გამოგზავნონ სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე – info@livelihood.gov.ge (R)