ოზურგეთში ერთ-ერთმა მოქალაქემ, თავზე საწვავი გადაივლო და თავის დაწვა სცადა.
როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია აღნიშნული პიროვნება ოზურგეთის ბაზარში მუშაობს და მას ყოველდღიურად ბანკის ვალი აქვს გადასახდელი, რის გადახდასაც ვერ ახერხებდა.
მისი საბანკო დავალიანების გამო, თავდებს დაუყადაღეს ქონება. როცა ეს დაზარალებულმა გაიგო, ბანკში შევარდა და თავის დაწვა სცადა. ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, როგორც გვითხრეს, მან უმძიმესი სტრესი მიიღო. შსს პრესსამსახურის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.