გლდანის მე-5 მიკრორაიონში, მე-6 კორპუსთან ორი მსუბუქი ავტომობილის მოპარვა სცადეს.
უცნობი პირები კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ორი ავტომობილის ერთდროულად მოპარვას ცდილობდნენ.
ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელის ინფორმაციით, მან დაინახა, რომ უცნობი პირები მისი ავტომობილის მეორე ავტომობილისთვის მიბმას და კორპუსიდან გაყვანას შეეცადნენ.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის დასრულებულია.
როგორც შს სამინისტროში „რუსთავი2“-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე ქურდობის მცდელობის მუხლით არის აღძრული, მხილებულია ორი არასრულწლოვანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ დანაშაულის ჩადენის მცდელობის შესახებ მოქალაქემ აცნობა, პოლიციამ ავტომობილების ქურდობა აღკვეთა.