თუ გსურთ, გაიგოთ, როგორი ხასიათის ბრძანდება თქვენი ახლობელი ადამიანი, მაგიდაზე 6 გეომეტრიული ფიგურა უნდა დადოთ და შესთავაზოთ, აირჩიოს ერთ-ერთი.
კვადრატი. პირველ ადგილზე გონებას აყენებს, რომელიც ემოციებს აკონტროლებს. მათთვის საერთო ინტერესებია მთავარი, ფიზიოლოგიური სიახლოვე კი დაქვემდებარებულ როლს თამაშობს.
წრე. ვინც ამ ფიგურას აირჩევს, მათთვის სიყვარულში არავითარი ტაბუ არ არსებობს. ისინი უკომპლექსონი არიან, თავიანთ მოთხოვნილებებსა და სურვილებს მისდევენ და ახალ პარტნიორებს ეძებენ.
რომბი. ეს ადამიანები მდიდარი ეროტიკული ფანტაზიით გამოირჩევიან. გული ადვილად უცრუვდებათ. შეუძლიათ ვნებიანები იყვნენ, მაგრამ არა ერთგულნი.
მართკუთხედი. ეს ადამიანები თავდაჯერებას, სიახლოვესა და დაცვას ეძებენ. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთგულებას.
წვეროთი ზემოთ მიმართული სამკუთხედი. ეს ქალი ინტიმურ ურთიერთობაში მომთხოვნია, მას მგრძნობიარე პარტნიორები სჭირდება. მამაკაცი თვითდამკვიდრებას ცდილობს, რასაც პარტნიორთა ხშირ ცვლაში ჰპოვებს.
წვეროთი ქვემოთ მიმართული სამკუთხედი. ქალს რომანტიული განწყობილება (მუსიკა, სანთლები) და ნაზი პრელუდია ესაჭიროება. მამაკაცი ეძებს ქალს, რომელიც დედობრივ გრძნობებს გამოავლენს.