ტეხასში, სან ანტონიოს სიახლოვეს, FedEx-ის ქარხნის საწყობში აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ABCNEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქების დროს შენობაში 75 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად სავარაუდოდ, 1 მუშა მსუბუქად დაშავდა.
გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი ღამით ქალაქ შერცში, ოსტინიდან ერთი საათის სავალზე მოხდა, სადაც ბოლო კვირებში აფეთქება 4-ჯერ მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამართალდამცავებს ჯერ არ შეუძლიათ იმის თქმა, აქვს თუ არა ამ აფეთქებას კავშირი ოსტინში მომხდარ აფეთქებებთან.