ფილმ “სხვისი შვილების” ჩვენებას მოსკოვში იტალიელი კინორეჟისორი ჯუზეპე დე სანტისი ესწრებოდა, როცა ის შემთხვევით ოთარ კობერიძეს შეხვდა, მაშინვე იცნო.
-დათა! – ყველამ შეამჩნია, თუ როგორ გაუხარდა ცნობილ რეჟისორს ქართველი მსახიობის შეხვედრა, – თუ ჩემს მიერ მოფიქრებული ახალი ფილმი გადავიღე, უეჭველად მიგიწვევთ ერთ-ერთი როლის შემსრულებლად.
ეს შეხვედრა მართლაც შედგა. ოთარ კობერიძე რიგიდან მოსკოვში გამოიძახეს.
-იტალიელს ჰგავს, – წარმოთქვა ჯუზეპე დე სანტისმა და დედა ენაზე დაუწყო ლაპარაკი. დამსწრენი ჯერ განცვიფრდნენ, მერე კი გულიანად იცინეს გულკეთილი რეჟისორის ხუმრობის გამო. ხუმრობითვე ასისტენტმა სიტყვა სასინჯ გადაღებაზე ჩამოაგდო.
– იმდენად ჰგავს იტალიელს, რომ სასინჯი გადაღება არ სჭირდება. იგი ფილმში “ისინი აღმოსავლეთისკენ მიდიოდნენ” მონაწილეთა ნუსხაში შეიტანეს.